ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის ლიდერები. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
"გილოცავთ! ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია! ისტორია დაწერილია, ილია უკვე მეორე წონითი კატეგორიის ქამარს დაეუფლა! წინ მხოლოდ გამარჯვებებია", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.