ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია, მერის ინიციატივით, ზაფხულის სკოლა ფუნქციონირებს. სკოლის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სკოლა ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ბაზაზეა შექმნილი. საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს მრავალფეროვან, საინტერესო და სახალისო პროგრამებს სთავაზობს. სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეები, არდადეგების პერიოდში, შემეცნებითი, შემოქმედებითი, სპორტული და გასართობი აქტივობებით დატვირთულ ხუთ დღეს ატარებენ.