13 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს საქართველოს სპორტის მინისტრი შეხვდა. მხარეებმა მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.

ფედერაციების პრეზიდენტები თბილისში კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც გუშინ გაიხსნა.

დღის ამბები