თბილისში, თევდორე მღვდლის 10 ნომერთან, ტრაგედიის ადგილი უკვე დასუფთავებულია. მუშაობდა მძიმე ტექნიკაც. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ტერიტორიის მოწესრიგება მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა; მუშაობა დაასრულეს ექსპერტებმაც.
შენობაში ეტაპობრივად შესვლის უფლება მიეცათ ადგილობრივებს. პირადი ნივთების გამოსატანად, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ შესვლა მათ დღეს, დილის 10:00 საათიდან ისევ მიეცემათ.
კორპუსიდან საერთო ჯამში 102 ადამიანია გაყვანილი.