თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. წელს უნივერსიტეტს, 700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებმა.