დაზიანებული ხიდები და სამანქანო გზები - სტიქიამ ლენტეხში გადაადგილების პრობლემა შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად, მოძრაობა ახლაც შეზღუდულია. სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტები სამაშველო ჯგუფის დახმარებით გამოიყვანეს. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი - ცენტრალური ხელისუფლება მოსახლეობასთან კომუნიკაციას აგრძელებს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ცაგერშიც.
ადიდებულმა მდინარე ლაჯა-ნურმა კურორტ "ლაში-ჭალისკენ " მიმავალ გზაზე ხიდი დააზიანა. კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტიქიამ დააზარალა გურიაც. ძლიერი წვიმის შედეგად, მოძრაობა შეფერხებულია ბახმარო - ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, სადაც წვიმამ ქვა-ღორღის მასა საავტომობილო გზაზე ჩამოიტანა. გზა აქ ამ დრომდე იწმინდება.
დატბორილი სახლები, დახოცილი პირუტყვი და განადგურებული სამეურნეო სავარგულები- ასე გამოიყურება სტიქიისგან მიყენებული ზარალი ადიგენის მუნიციპალიტეტში. მერიის სამსახურმა დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ადგილზე ახლა სპეცტექნიკა მუშაობს.
იმერეთია, გურია და სამცხე-ჯავახეთი - სტიქიამ სამი რეგიონი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახურია მობილიზებული.