10 აგვისტო 2026,   11:23
ვრცლად
მსოფლიო პოპმუსიკის ვარსკვლავი, ათგზის გრემისა და ოთხი ემის მფლობელი ქართულ სცენაზე - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს "დინამო არენაზე" 55 ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა

მსოფლიო პოპმუსიკის ვარსკვლავი, ათგზის გრემისა და ოთხი ემის მფლობელი - ჯასტინ ტიმბერლეიკის ანგარიშზე ათობით მილიონი გაყიდული ალბომი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით გულშეტემატკივარია - ამჯერად, დიდი მუსიკალური ისტორიის ნაწილი საქართველოც გახდა.

ტიმბერლეიკის კონცერტს "დინამო არენაზე" 55 ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის 20 ათასამდე უცხოელი სტუმარი იყო. არენაზე შეკრებილმა მელომანებმა საყვარელ ჰიტებსა და უახლესი ალბომის სიმღერებს მოუსმინეს.

ეს 2025 წელს "Starring Georgia-ს" ფარგლებში გამართული მეორე გრანდიოზული ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებაშიც 2 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული.

საორგანიზაციო გუნდმა კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, კონკრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ჰქონდა, რომ ტერიტორია ორგანიზებულად და უსაფრთხოდ დაეტოვებინა, სპეციალურად ამ დღისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მუშაობდა.

მსოფლიო სცენის ვარსკვლავმა შოუ გრანდიოზული ფოიერვერკით დაასრულა.

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.

დღის ამბები