10 აგვისტო 2026,   16:43
ვრცლად
30 ივლისს, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართება, სადაც ინტეგრირებული თეატრი - "აზდაკის ბაღი" სპექტაკლს "მე ვხედავ მზეს" წარადგენს

30 ივლისს, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა გაიმართება, სადაც ინტეგრირებული თეატრი - "აზდაკის ბაღი" სპექტაკლს "მე ვხედავ მზეს" წარადგენს.

ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოების გაცოცხლებაში 14 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და 7 მოწვეული მსახიობი მონაწილეობს.

ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" უკვე 10 წელია, რაც საქართველოს სცენაზეა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა, როცა სპექტაკლი სახელმწიფო თეატრის სტატუსით იდგმება.

თეატრის მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და შშმ პირების შესაძლებლობებზე სტერეოტიპების დანგრევაა.

30 ივლისს სცენა ის ადგილი იქნება, სადაც ხელოვნება განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საერთო ენა კიდევ ერთხელ გახდება.

დღის ამბები