10 აგვისტო 2026,   19:09
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩას 28 ივლისს ელექტროენერგია შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტებს, 28 ივლისს, ელექტროენერგია შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ივერიის, კუს ტბის და გიორგი წერეთლის ქუჩების    მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლითონკონსტუქციების დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ზურაბ პატარიძის და ხელოვანთა ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანდელშტამის, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის, სტურუას, კაკაბაძის, ჩანტლაძის და ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. 

დღის ამბები