საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გუშინ ღამით, ხევის ადიდების გამო შეიზღუდა.