07 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა დროებით იზღუდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო, მოძრაობა დროებით იზღუდება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი), დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები