10 აგვისტო 2026,   11:23
ვრცლად
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

დღის ამბები