08 აგვისტო 2026,   20:18
ვრცლად
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება Operation Cross Shield ჩატარდა.

სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა და აშშ-ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

სწავლება მიზნად ისახავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და კიბერკრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების სრულყოფას.

დღის ამბები