დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ბრძოლებში 13 წყვილი ჩაერთვება.
მთავარ საჩემპიონო ბრძოლას, ცნობილი სპორტსმენი, გიორგი ქართველიშვილი გამართავს და საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად, აზერბაიჯანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.