08 აგვისტო 2026,   18:59
ვრცლად
"გამოყოფილია ადგილი, მიწა, სადაც ეს კორპუსი უნდა აშენდეს" - შალვა ოგბაიძე ე.წ. ტიტანიკის კორპუსის ჩანაცვლების პროექტზე

გლდანის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ოგბაიძემ, "დღის სტუმარში", ავჭალაში არსებული ავარიული კორპუსის, ე.წ. ტიტანიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი დაკმაყოფილებულია, ხოლო ნაწილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"მე დავიბადე და გავიზარდე ავჭალაში. ვცხოვრობდი ამ ე.წ. ტიტანიკის შენობის ქვემოთ, ლიბანის მე-3 კორპუსში. რომ აშენდა კომუნისტების დროს, ჯერ კიდევ იქიდან იყო ავარიული - მე ამას ვამბობ გულწრფელად. არ იყო შესწავლილი გეოლოგია. ეს იყო 80-იან წლებში. იმის მერე გამწვავდა, 2 სადარბაზო მოიხსნა, ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია და დარჩენილია 34 ოჯახი, რომელთაც კომპენსაცია არ მიუღიათ. ნაწილმა მიიღო და გაყვანილია. ამ 34 ოჯახის გარდა დარჩენილია 15 ოჯახი - არაკომპენსირებული, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თქვენთვის და თქვენი მაყურებლებისთვის ცნობილია, რომ 100%-იანი თანხმობა უნდა იყოს, როდესაც ჩანაცვლების პროგრამაზე ვმუშაობთ, თუმცაღა, თბილისი მერიას უკვე მოძიებული აქვს მიწა, არსებობს პროექტი ჩარგლის ქუჩაზე... მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები, თუ სად უნდა იცხოვრონ, ყველა პირობა არის უკვე გათვალისწინებული. გამოყოფილია ადგილი, მიწა, სადაც ეს კორპუსი უნდა აშენდეს, კორპუსის პროექტი არსებობს, თანხა არსებობს ბიუჯეტში და ა.შ. ასე რომ, მე იმედით შევყურებ მომავალს ამ ადამიანებთან ერთად, რომ მათი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დღის ამბები