06 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
ადვოკატი ხაბეიშვილზე: აბსურდული ბრალი მოიგონეს - საჯაროდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ... ლევანი ნებისმიერ ეთერში ხაზს უსვამდა, რომ საუბარია მშვიდობიან რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე

მმართველი გუნდი ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ განცხადებებზე საუბრობს.

გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ხაბეიშვილისთვის წაყენებული ორივე ბრალი აბსურდულია, რადგან ხაბეიშვილი მშვიდობიან დამხობაზე საუბრობდა, სისხლის სამართლის კოდექსით კი დანაშაული მხოლოდ ძალადობით დამხობის მოწოდებისთვისაა გათვალისწინებული.

"აბსურდული ბრალი მოიგონეს - საჯაროდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, 317-ე მუხლის დისპოზიცია, რომელიც გულისხმობს საჯაროდ მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ, აუცილებელი ობიექტური ნიშანი უნდა ჰქონდეს - ძალადობრივი გზა.

ნებისმიერ ეთერში ლევანი ხაზს უსვამდა, რომ საუბარია მშვიდობიან რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე, ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა ტელეკომპანია " ფორმულას" ეთერში.

დღის ამბები