თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი კანდელაკის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ექვსი პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა სასამართლოს შვიდივე პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ასევე, ექსპერტიზა ადგენს, იყო თუ არა კუსტარული სასმელი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის.