08 აგვისტო 2026,   13:52
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება - გამოძიების კითხვებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე პასუხობს

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. უკვე ერთი საათია გამოძიების კითხვებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე პასუხობს.

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

"ეს ჩვეულებრივად არის ფარსი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ იმის საშუალება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, - აცხადებს "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

დღის ამბები