ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების რეაბილიტაციას განაგრძობს. მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, სადაც სახლებამდე მისასვლელი გზა არ არსებობდა, დღეს უკვე ეს პრობლემა მოგვარებულია.
სოფელში ასევე აღდგა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა. მოეწყო გაბიონები, ნაპირდამცავი კედლები და ჯებირები.
საერთო ჯამში, განხორციელებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 773 ათას ლარს გადააჭარბა.