05 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულებამ კი თითქმის 2 მილიონი ლარი შეადგინა.

დღის ამბები