10 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
25 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, დედაენის პარკის, ორბელიანის მოედნის, ორბელიანის, გოგჩას, სულხანიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ათონელის, სანაპიროს, ტელეგრაფის, ფურცელაძის, ბარათაშვილისა და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები