10 აგვისტო 2026,   17:28
ვრცლად
შეცვლილი ლოგო, სახელი და წყალბურთის კლუბის სრული რებრენდინგი - "აპოლო" საბერძნეთში ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება

2025 წლის 21 ივნისი ყველაზე დასამახსოვრებელი თარიღი წყალბურთის კლუბ - "სპორტ მენეჯმენტის" არსებობის მანძილზე - გუნდმა მოკლე დროში, ქართველი და უცხოელი წყალბურთელების ძალისხმევით ამ დღეს, წლების განმავლობაში დაუმარცხებელ დინამოს გადამწყვეტ დაპირისპირებაში 14:13 მოუგო და ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რამაც გუნდს მოპოვებულ ტიტულთან ერთად, ევროტურნირებზე თამაშის უფლება მისცა.

სპეციალისტების შეფასებით, გუნდის წარმატება სწორი მმართველობის და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგია ქართველი წყალბურთელები ევროლიგაზე ისტორიული შეხვედრების გასამართად საბერძნეთში გაემგზავრება და მონაწილეობას ამჯერად, "აპოლოს" სახელით მიიღებს. კლუბის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. განხორციელდა სრული რებრენდინგი, შეიცვალა - ლოგო, სახელი.

"აპოლო" ევროლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს - 3, 4 და 5 ოქტომბერს ათენში ჩაატარებს. წარმატებული თამაშის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე გუნდი ასპარეზობას წრიული სისტემით განაგრძობს. წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში კი "აპოლო" კონფერენციის თასზე გადაინაცვლებს.

ავტორი: თიკო ლობჟანიძე. 

დღის ამბები