წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა "აპოლომ" (ყოფილი "სპორტ მენეჯმენტი") ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრა ნიდერლანდების "დე ზაანთან" ჩაატარა და მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 14:14 დასრულდა. რეგლამენტის თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად "აპოლოს" წყალბურთელებმა შეასრულეს. ერთი დარტყმა ირაკლი რაზმაძემ მოიგერია, პენალტები კი გაიტანეს – ალექსეევმა, სარიჩმა, როგაჩმა, ვუკსანოვიჩმა და ვუკიჩევიჩმა.