მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
"ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა - მორჩა "ლაილაი" აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა "ჩმორობა." ყველას გთხოვთ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონებიც, ვინც აქ უნდა იდგეს, თქვენ არ უნდა დაიშალოთ. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. ახლა მივმართავ ძალოვნების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად, მაგრამ თქვენ გრჩებათ დრო იმისა, რომ დაურეკოთ, მოაკითხოთ და წაიყვანოთ სახლებში, ხალხის რისხვას დღეს გაარიდეთ თქვენი შვილები, ისინიც ქართველები არიან," - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.