28 ივლისი 2026,   11:34
ვრცლად
ირაკლი კობახიძე "ლელოზე" - დამხობის აქციას გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასე ყველა გაემიჯნება

ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან "ლელოს" ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, "ლელოს", "ნაცმოძრაობის" და "ახალის" წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე.

"გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთელი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება.

არჩევნები პლუს რევოლუცია, ეს იყო "ლელოს" მესიჯი, განსხვავებით გახარიასგან. "ლელოს" მესიჯი იყო არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ. იგივე, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. ახლა წარმოიდგინეთ, წარმატებული რომ ყოფილიყო ბურჭულაძის, ზოდელავას და მათი მეგობრების მცდელობა. გამზადებული იყო იქ შესასვლელად, რა თქმა უნდა, წაგებულზე მერე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცნენ ზუსტად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები