04 აგვისტო 2026,   22:58
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში პედაგოგები დააჯილდოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ღონისძიება ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში, 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

დღის ამბები