"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, რამდენიმე ქუჩას დღეს 12:00 საათიდან 1-ელი ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა.
"კომპანია ვაკის რაიონში, გალის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე, ტუმბო აგრეგატების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სამუშაოებს ატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 31 ოქტომბერს, დღის 12:00 საათიდან 1 ნოემბრის საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება ეზღუდება:
გოგებაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის და ჟვანიას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციაში.