ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა. მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ბარონ ჟან-ლუის ვინსენტმა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.