12 ივნისი 2026,   10:07
ვრცლად
ჩინეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული, სამიზნე ქვეყანაა უშუალოდ სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა სექტორების მიმართულებით... ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია - მარიამ ქვრივიშვილი

ვიტყოდი, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული, სამიზნე ქვეყანაა უშუალოდ სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა სექტორების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ექსპორტი ქართული პროდუქციის წლიდან წლამდე მზარდია, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

მინისტრის თქმით, დაშვება მოხდა ფრინველის ხორცის ექსპორტის ჩინეთის ბაზარზე, რაც ქართველი მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ხელი მოეწერა უშუალოდ AI ტექნოლოგიების დანერგვას, სადაც მოხდება ინფორმაციული გაცვლა, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში და მეოთხე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქართველი მეწარმეებისთვის, უკვე დაშვება მოხდა ფრინველის ხორცის ექსპორტის ჩინეთის ბაზარზე.

ზოგადად ვიტყოდი, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული, სამიზნე ქვეყანაა უშუალოდ სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა სექტორების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ექსპორტი ქართული პროდუქციის წლიდან წლამდე მზარდია და მათ შორის კარგი დემონსტრირება იყო ეს ვიზიტი იმიტომ, რომ პარალელურად საქართველო ისტორიაში პირველად გახლდათ მასპინძელი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საექსპორტო გამოფენაზე ჩინეთში, სადაც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ქართველი მეწარმეები, რომლებიც ადგილზე ახდენდნენ პოპულარიზაციას ქართული პროდუქტების და ჩვენ ფაქტობრივად მათგან ვისმენდით თუ რამხელა დაინტერესება იყო. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები