ლილოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.
ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის აღჭურვა და კეთილმოწყობა.
ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. დასაქმდება 100-მდე ადამიანი. პროექტის ღირებულება 5 მილიონზე მეტია.