ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც მუნიციპალიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: "ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგოებში".