08 აგვისტო 2026,   20:18
ვრცლად
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც წევრი ქვეყნებისგან ერთნაირსქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინების სტატუსის აღიარებას ითხოვს, წინააღმდეგობა არაერთ წევრ ქვეყანაში და კანდიდატ სახელმწიფოებშიც გამოიწვია - როგორია შეფასებები საქართველოში

ერთი კონკრეტული წყვილის საქმე, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც წევრი ქვეყნებისგან ერთნაირსქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინების სტატუსის აღიარებას ითხოვს, პოლონეთი ეწინააღმდეგება.

საქმე ეხება პოლონეთის ორ მოქალაქეს, რომლებმაც ქორწინება გერმანიაში გააფორმეს, თუმცა მათი კავშირი პოლონეთში სამართლებრივად არ აღიარეს. მიზეზად ქვეყნის კანონმდებლობა დასახელდა, რომელიც ერთნაირი სქესის წყვილებისთვის ქორწინების სტატუსს არ ცნობს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ ქვეყნებს არ ევალებათ საკუთარ კანონში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება, მაგრამ ვალდებულები არიან აღიარონ ის ქორწინებები, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კანონიერად არის გაფორმებული.

ლუქსემბურგში მიღებულმა ვერდიქტმა პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე კანდიდატ სახელმწიფოებში. ამ თემაზე შეფასებები კეთდება საქართველოშიც. 

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთი არასწორად მოიქცა, როდესაც არ აღიარა გერმანიაში პოლონეთის ორი მოქალაქის მიერ გაფორმებული ქორწინება.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დადგენილებამ აღაშფოთა პოლონეთის პრემიერი.

ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილებას ეხმაურებიან თბილისშიც. ოპოზიციაში, რომელიც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ქუჩის აქციებითაც კი აპროტესტებდა, დღეს ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მათთვის, ღირებულებით აცდენის გამო მიუღებელია.

დაუშვებელი და მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების მოთხოვნა "ქართულ ოცნების" გუნდისთვის.

ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ჯერი ვარშავაზეა. მართლმსაჯულების სასამართლომ სწორედ პოლონელი წყვილის საქმეზე იმსჯელა, რომლებმაც გერმანიაში იქორწინეს, თუმცა მათივე ქვეყანამ ერთნაირსქესიანი მოქალაქეების ქორწინების სტატუსი არ აღიარა.

დღის ამბები