გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. გალაკონცერტზე ჟანრობრივად მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა - კლასიკიდან თანამედროვე მუსიკის ჩათვლით, იყო წარმოდგენილი. მასში ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით შედგა.