თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
02-12-2025 12:59
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ "ამირანში" ოფიციალურად გაიხსნა. წელს ფესტივალის პროგრამა მოიცავს 40-მდე უცხოურ და 30-მდე ახალ ქართულ ფილმს.
გახსნის დღეს მაყურებელს წარედგინა იტალიელი რეჟისორის, პიეტრო მარჩელის ფილმი "დუზე".