4 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტულ გრაფიკს და მისამართების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IVმიკრორაიონის, ღლონტის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბელის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.