ყვარელში, კოტე მარჯანიშვილი სახელობის თეატრის წინ, დამსახურებული ლოტბარის, ირაკლი მათიკაშვილისა და ქორეოგრაფის, სოსო ფუტკარაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ირაკლი მათიკაშვილს და სოსო ფუტკარაძეს მიღებული აქვთ უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" და არიან ღირსების ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელები. წლების განმავლობაში, ისინი ხელს უწყობდნენ რეგიონში კულტურული ცხოვრებასა და ხელოვნების განვითარებას. მათ ასევე მიღებული აქვთ ყვარლის საპატიო მოქალაქის წოდება.