04 ივნისი 2026,   05:28
ვრცლად
საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები