დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ასოციაციამ განვლილი წლის საქმიანობა და პროექტები შეაჯამა. განიხილეს მიმდინარე პროცესები და მომავალი წლის გეგმები. ღონისძიება ღია დისკუსიის ფორმატში ჩატარდა.
საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის მიზანია დარგის განვითარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ქართველი ოსტატების მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.