კომპანია "თელასმა“ მაღალი ძაბვის ქვესადგურის, "ტაბახმელას“ რეკონსტრუქცია დაასრულა.
ქვესადგური ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებად რაიონებს.
"ტაბახმელა“ ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. აღჭურვილობა მოძველებული იყო. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა.