05 აგვისტო 2026,   01:01
ვრცლად
ხარკოვში 4-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა - უკრაინისთვის ახალი წლის პირველივე დღეები მძიმე აღმოჩნდა

უკრაინისთვის ახალი წლის პირველივე დღეები მძიმე აღმოჩნდა. ხარკოვში 4-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა. მათ შორის ერთი, მცირეწლოვანი ბავშვია. რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან კორპუსს რაკეტებით დაარტყეს. დაშავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე, მათი ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი.

ვითარება კრიტიკულია ფრონტის ხაზზეც, სადაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის ინფორმაციით, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბოლო 24 საათში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

დღის ამბები