05 აგვისტო 2026,   08:31
ვრცლად
როგორ დავიცვათ სეზონური ვირუსებისგან თავი და რომელი შტამია ახლა ყველაზე აქტიური - სპეციალისტების რეკომენდაციები

რეკომენდაციების გათვალისწინება და თავშეყრის ადგილებში ჰიგიენის დაცვა, სეზონური ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს ამცირებს. მოსახლეობის უმეტესობა წესებს იცავს, თუმცა ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობა მაინც მომატებულია.

ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. H1N1, B ტიპის და H2N2 - იგივე ჰონგ-კონგის ვირუსი, სწორედ ჰონგ-კონგის გრიპით დაინფიცირების შემთხვევებია გაზრდილი. დამახასიათებელი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი და ხველა. ბავშვებში ძილის დარღვევა და უმადობა.

გრიპის მიმდინარეობაზე და შემთხვევების სტატისტიკაზე, დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

სხვადასხვა შტამით დაინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა კლინიკებში გაზრდილია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რაოდენობა წინა სეზონთან შედარებით მაღალი არ არის.

რისკის ჯგუფში კვლავ 5 წლამდე ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ფეხმძიმეები შედიან.

გართულებების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღიდან აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მედიკამენტების მიღება მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციით.

გრიპით ინფიცირების შემთხვევები ზამთრის სეზონზე იზრდება და ეს საგანგაშო არაა - განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზადაა.

გრიპის პრევენციისთვის, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციას ურჩევენ. ვაქცინა 4 კომპონენტიანია და მასში ჰონგ-კონგის ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის და B ტიპის ვირუსის ანტისხეულებია გაერთიანებული.

დღის ამბები