სპორტის სამინისტროს შემდეგ, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული ამჯერად ეთერ ლიპარტელიანს თბილისის მერმა მიანიჭა.
ჯილდო წელს 236 სპორტსმენს გადაეცა. მათ, ვინც, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული შედეგი დადო და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ასახელა.
2025 წლის საუკეთესო თბილისელი კაცი სპორტსმენი - სანდრო ბაზაძე გახდა.
დაჯილდოვდნენ 2025 წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენებიც. საუკეთესოს ტიტული ქალებში ნინო თიბილაშვილმა, კაცებში კი, გიორგი ქალდანმა მოიპოვა.
ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და წარმატებული სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.
2025 წელი საქართველოს სპორტისთვის წარმატებების, ისტორიული მომენტებისა და საერთაშორისო აღიარების წელი აღმოჩნდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ ასწიეს ქვეყნის დროშა. ჯამში - 2018 წლიდან დღემდე სულ 931 სპორტსმენი დაჯილდოვდა.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე