05 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
რუსეთმა, დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, კიევზე იერიში მიიტანა

რუსეთმა, დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, კიევზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, საჰაერო შეტევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღების გარეშე არ დატოვონ საჰაერო განგაში, დაუყოვნებლივ იპოვონ თავშესაფარი და დარჩნენ განგაშის დასრულებამდე.

რუსეთმა "შაჰედის" ტიპის რაკეტებით დაბომბა ხარკოვიც, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი.

დღის ამბები