04 აგვისტო 2026,   22:29
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტების გაერთიანების კრიტიკაზე: ხშირად, საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ სააკაძის მოედნიდან აქვთ დანახული

განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კრიტიკას განათლების რეფორმის წინააღმდეგ, ხშირად პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, ხშირად, განცხადებები ისმის იმ პირების მხრიდან, რომლებსაც არ აქვთ არც ინფორმაცია პროცესების შესახებ და არც შეხება უნივერსიტეტებთან.

განათლების სამინისტრო სისტემის გრძელვადიან განვითარებაზე და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. ორი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონის აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი უნდა გახდეს. რეფორმა არ აისახება სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რაოდენობის შემცირებაზე.

"სამწუხაროდ, დიდი ნაწილი პოლიტიზებულია. ხშირად, საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ სააკაძის მოედნიდან აქვთ დანახული და შიგნით ფიზიკურად არ არიან ნამყოფი. ეს არ ეხება იმ აკადემიურ პერსონალს, რომელმაც მთელი ცხოვრება იქ გაატარა და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო მათ მიმართ. გარწმუნებთ, რომ მათი უფლებები ყველანაირად იქნება დაცული.

ჩვენ ვართ ციფრულ ეპოქაში. მინდა, რომ ძალიან სწორად იქნას აღქმული. დღეს უზარმაზარი გამოწვევები აქვს მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებსაც, შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გამოწვევებს საქართველოში შესაბამისად არ ვუპასუხეთ, ჩვენ მივიღებთ არა დიპლომის მქონე, არამედ ქაღალდის მქონე სტუდენტებს, რომლებსაც შესაბამისი არც დასაქმება და არც პროფესიონალიზმი არ აქვთ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხარისხის ზრდა იყოს მკვეთრი. ვფიქრობთ რომ, სამწუხაროდ, არის გარკვეული ტიპის რაციონალური გადაწყვეტილებები, რომელიც ემოციურ დონეზე შეიძლება იყოს მტკივნეული," - აცხადებს ზვიად გაბისონია.

დღის ამბები