"ადრეული დიაგნოსტიკა, ინოვაციური მკურნალობა და გამოცდილება" - სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დღევანდელი კონფერენცია კიბოს მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
კონფერენციის მიზანია კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობა. ონკოლოგებმა და პაციენტებმა ისაუბრეს სკრინინგის მნიშვნელობაზე, ასევე, კიბოსთან ბრძოლის გზაზე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე.