08 აგვისტო 2026,   20:13
ვრცლად
საქართველო მოქმედებს რეგიონალური ჰაბის რანგში, მთავრობას აქვს ამბიცია, რომ სისტემების მოდერნიზაცია მოახდინოს - Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე

თბილისში წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. მთავარი მიზანია, შეიქმნას მაგალითი როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად, ამისთვის კი

საჭიროა გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის განახლება. აქცენტი გაკეთდა სექტორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კუთხით.

"რა არის სიცოცხლე, სიცოცხლე არის ეკონომიკური განვითარება, სოციალური სტაბილურობა. გამოწვევები, რომელიც არსებობს წყლის სექტორში კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. ჩვენი მიზანია ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. საქართველო მოქმედებს რეგიონალური ჰაბის რანგში. მთავრობას აქვს ამბიცია, რომ სისტემების მოდერნიზაცია მოახდინოს. საქართველო აგრძელებს მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი გახდეს ეს სისტემა. სოციალური და ფინანსური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი", -  აცხადებს "Aqualia"-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე.

დღის ამბები