05 აგვისტო 2026,   05:20
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლევან კუპატაშვილის და მასთან ერთად დაკავებული 4 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლევან კუპატაშვილის და მასთან ერთად დაკავებული ოთხი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

გადაისინჯა და ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება.

პროკურატურის ცნობით, კუპატაშვილს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იყო წინასასამართლო სხდომა, კერძოდ, "აკორდის" 4 თანამშრომლის, ასევე ავსტრიის მოქალაქე და საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მიმართ. მოსამართლემ განაცხადა, რომ მინიმუმ ალბათობის მაღალი ხარისხით დასტურდება ბრალდებულების მიერ სწორედ იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მათ ბრალის მიხედვით აქვთ წარდგენილი და გადასცა საქმე არსებითი განხილვისთვის სხვა მოსამართლეს", - აცხადებს პროკურორი ლაშა ფანჩულიძე.

 

დღის ამბები