02 ოქტომბერი 2026,   08:37
ვრცლად
მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან - მალგოჟატა გოშევსკა

საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა ევროპარლამენტში. განიხილეს ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეები. ევროპელი დეპუტატების ნაწილი ხელისუფლებას ციხეში მყოფი პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

"150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზეც მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში", - აცხადებს ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა.

დღის ამბები