02 ოქტომბერი 2026,   05:21
ვრცლად
ილია II-ის მრავალწლიანი მსახურება რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად ილია II გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება - რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო

გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება - რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები