01 აგვისტო 2026,   15:17
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს

12 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ახალ ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანოს მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა.

ანანიძე აქამდე ქობულეთის დელეგატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე 30 მარტს, საკუთარი სურვილის საფუძველზე გადადგა. იგი საკანონმდებლო ორგანოს ზედიზედ 3-ჯერ ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები